ვაზისუბნის მოსახლეობამ დღეს აქცია გამართა. ისინი დედაქალაქის მერიისგან ითხოვენ არ გაიცეს თურქ ინვესტორზე ორ საცხოვრებელ კორპუსს შორის კიდევ ერთის მშენებლობის უფლება, რადგან იმ ზონაში უნდა მოეწყოს სკვერი.
მშენებლობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში პრობლემები ექმნებათ არა მხოლოდ ახლოს მდებარე კორპუსებს, არამედ მთლიანად მეორე კვარტალს, რადგან პროექტის მიხედვით დავიწროვდება სამანქანო გზაც.