01 ოქტომბერი 2024,   19:31
ვრცლად
უშგულში დაკარგულ ტურისტს ეძებენ

ორ კვირაზე მეტია, სვანეთში დაკარგულ ტურისტს ეძებენ. ყაზახეთის მოქალაქე, რომელიც უშგულში სალაშქროდ იმყოფებოდა, მოულოდნელად გაუჩინარდა. ალექსანდრე ტრაფიმოვი ჯერ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, შემდეგ კი მისი მობილური ტელეფონი საერთოდ გამოირთო.

შინაგან საქმეტა სამინისტროს ინფორმაციით, მათთან ოფიციალური შეტყობინება ტრაფიმოვის გაუჩინარების შესახებ 2 აგვისტოს შევიდა და სამძებრო სამუშაობი მას შემდეგ მიმდინარეობს.

გამოძიების ინფორმაციით, მათთვის ტრაფიმოვის ზუსტი მარშუტის შესახებ ცნობილი არ არის და ეს მთავარი მიზეზია, რის გამოც სამძებრო ოპერაცია არა კონკრეტულ ლოკაციაზე, არამედ უშგულის რამდენიმე მთასა და ხეობებში მიმდინარეობს.

 

 

ავტორი: მარიკა გოცირიძე 

დღის ამბები