გორში, ცენტრალური მაგისტრალის სიახლოვეს, სოფელ ორთაშენთან ხის გადამამუშავებელი ქარხანა იწვის.
ცეცხლმა გვერდით მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქების საფრთხე შექმნა, რომლის ნეიტრალიზებასაც სახანძრო ბრიგადები ცდილობენ.
ცეცხლი, სავარაუდოდ, ქარხნის სახურავში 5 საათისთვის გაჩნდა, თუმცა მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.