რუსთავი2-ისა და TV საქართველოს ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელებზე გადაწყვეტილების დროული გამოცხადებისკენ მოუწოდებენ.
იურისტებმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთეს.
"პლენუმმა პასუხიმგებლობა უნდა აიღოს, რომ დაუყოვნებლივ გამოგვიცხადონ გადაწყვეტილება. ის მოსამართლეები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩვენი საქმეების ხელმეორედ განხილვას, უნდა გრძნობდნენ პასუხისმგებლობას,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
იურისტების განმარტებით, საქმის განხილვის 9-თვიანი ვადა ამოწურულია, მოსამართლეები კი ზეწოლის გამო პროცესს აჭიანურებენ.
"საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს მისი თანამდებობიდან გამომდინარე ევალება, განსაკუთრებულად პრინციპული, ღირსეული და პასუხისმგებლიანი იყოს. მინდა, მოვუწოდო, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, არ დაარღვიონ ეს პრინციპები,“ - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.
ავტორი: ეკო მაღრაძე