კონსტიტუციონალისტები რუსთავი2-ის საქმის გაჭიანურებაზე საუბრობენ. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებენ, რომ საქმეებზე, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესოა, დროულად იყოს გადაწყვეტილება მიღებული, რათა არჩევნების ლეგიტიმურობისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოში არ დამთავრდა ხელისუფლებების მცდელობა, სასამართლო ხელისუფლებები გააკონტროლოს. გაჭიანურებული საქმეები, მათ შორის რუსთავი2-ის საქმე, გვეუბნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს პრობლემები,“ - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა, კოტე ჩოკორაიამ.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი