19 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ქართულმა ოცნებამ ე.წ. საკონსტიტუციო რევოლუცია ჩაშლილად გამოაცხადა - ბესელიამ და ფოფხაძემ წერილი გაავრცელეს

ქართულმა ოცნებამ ე.წ. საკონსტიტუციო რევოლუცია ჩაშლილად გამოაცხადა - მმართველი გუნდის წევრებმა ამ შინაარსის წერილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გაუგზავნეს.

ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ ვრცელ განცხადებაში სასამართლოს თავმჯდომარე და პირველი კოლეგია საბოტაჟის მოწყობის მცდელობაში, ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებასა და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღების მცდელობაში დაადანაშაულეს.

წერილის ავტორებმა დღეს ის საქმეებიც დაასახელეს, რომელთა წარმოებაში მიღებაც საკონსტიტუციო სასმართლოს პირველი კოლეგიის მიმართ უნდობლობის მიზეზი გახდა, მათ შორის არის რუსთავი2-ის საქმე.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უმრავლესობის წევრების გაღიზიანებას კოლეგიის მიერ მიღებულ ხელისუფლებისთვის არასასურველ გადაწყვეტილებებს უკავშირებს.

ნაციონალური მოძრობა მმართველი გუნდს ბრალდებებითვე პასუხობს.

ერთადერთი ოპოზიციური პარტია, ვინც მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ეთანხმება, პატრიოტთა ალიანსია.

 

 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები