ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს გაკონტროლებას ცდილობს. ამის დასტურად ოპოზიციაში რუსთავი 2-ისა და კაბელების საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურდება მოჰყავთ.
„საკანონმდებლო ცვლილებით ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიზირება და პარალიზება მოახდინა, იმ მიზნით, რომ თავისი ჩანერგილი მოსამართლის საშუალებით, ტურავას საშუალებით, პროცესის პოლიტიზირება მოეხდინა, ეს ეხება პირველ რიგში რუსთავი 2-ის საქმეს,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სერგი კაპანაძემ.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით კანონში ცვლილება იმისთვის განხორციელდა, რომ სასამართლომ ხელისუფლებისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღოს.
თავისუფალ დემოკრატებში კი აცხადებენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს შეტევაზეა გადასული.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.