19 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტები - ნატოს ფილმი საქართველოს შესახებ

საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტები - ნატომ საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელიც ძირითადად 2008 წლის ომის შედეგებს და რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დევნილობაში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებასა და ოკუპირებული რეგიონებში არსებულ ვითარებას ასახავს.

ნატო-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში ფილმში რამდენიმე ათასი დევნილის ომის ისტორია მოხვდა. რეალური ისტორიები ოკუპირებული რეგიონებიდან ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის ჟურნალისტმა, ჯეკ ტუპმანმა, შეაგროვა. 

2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე მომზადებული ფილმს მნიშვნელოვან გზავნილად აფასებენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

შერიგებისა და საქმოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრი მიიჩნევს, რომ დოკუმენტრი ფილმი სამშვიდობო პოლიტიკის უალტერნატივობას ადასტურებს. 

სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან მსგავსი ტიპის ფილმის მომზადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა. სპეციალისტების თქმით, ნატო-ს ეს ინიციატივა კარგი შესაძლებლობაა, ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს რუსული ოკუპაციის შედეგები აჩვენოს.

ფილმის ჩვენება საქარველოს რეგიონებში იგეგმება.

 

დღის ამბები