19 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
დიღომის მკვიდრი მის ეზოში ტყვიების მოხვედრის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

რამდენიმედღიანი ლოდინისა და მოთხოვნის შემდეგ პოლიციამ გამოძიება ბროლაძეების ოჯახის მოთხოვნაზე დაწიყო.

სოფელ დიღომში კახაბერ ბროლაძის საცხოვრებელ ეზოში ავტომობილს აკაესის სისტემის ავტომატური იარაღის ვაზნა მოულოდნელად იმ დროს მოხვდა, როდესაც ეზოში მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ.

მომხდარიდან რამდენმე წუთში ოჯახმა პოლიცია გამოიძახა. მათი ინფორმაციით, ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა გამოძიების დაწყება საჭიროდ არ ჩათვალეს და ტყვია ავტომობილში ჩატოვეს.

ტყვია მეორე დღეს ავტომობილიდან ბროლაძეებმა ამოიღეს. ოჯახი ვარაუდობს, რომ ტყვია მათ ეზოში ვაშლიჯვრის სამხედრო ბაზიდან მოხვდა. მათი საცხოვრებელი სახლი ბაზის ერთ-ერთი საგუშაგოს მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.

ბროლაძეები გამოძიების დაწყებას და უსაფრთხოების ზომების უზრუნვლყოფას ითხოვენ.

საიდან მოხვდა ბროლაძეების ეზოში ტყვია, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. სამართალდამაცავებს თავდაცვის სამინიტროს თანამშრომლების დაკითხვაც მოუწევთ. თუმცა, იზორიას უწყებაში აცხადებენ, რომ ვაშლიჯვრის ბაზაზე შემთხვევის დღეს არავის გაუსვრია

 

 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი

დღის ამბები