19 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
22 წლის დემურ სტურუას სოფელ დაფნარში დღეს დაკრძალავენ

22 წლის დემურ სტურუას სოფელ დაფნარში დღეს დაკრძალავენ. ახალგაზრდის ცხედარი მესაძლოა, სამტრედიის პოლიციის წინ დაასვენონ, რადგან ჯერ კიდევ გუშინ ოჯახი უარს აცხადებდა ახალგაზრდის დაკრძალვაზე, ვიდრე ის პოლიციელი არ იქნება დაკავებული, რომელსაც შესაძლოა, ბრალი მიუძღვის სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში.

დემურ სტურუას ოჯახს მიუსამძიმრეს პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ისინი მომხდარზე დროულ რეაგირებას და დამნაშავის დასჯას ითხოვენ. 

 

დღის ამბები