22 წლის დემურ სტურუა სოფელ კულაში დაკრძალეს. ცხედარი რამდენიმე წუთით სამტრედიის პოლიციის შენობასთან დაასვენეს.
გარდაცვლილის ახლობლებმა ამ ფორმით მომხდარი გააპროტესტეს.
დემურ სტურუას ოჯახი იმ პოლიციელის დაკავებას ითხოვს, რომელსაც შესაძლოა, ბრალი მიუძღვის სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. პოლიციელს კი, რომელიც გარდაცვლილის წერილშია მოხსნებული, დროებით უფლებამოსილება მას შემდეგ შეუწყდა, რაც მომხდარის შესახებ მედიით გახდა ცნობილი და საზოგადოების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.