ოზურგეთში დიდი ხანია ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას ითხოვენ, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ პარკში გზა გაიყვანა და ე.წ. 9 აპრილის სკვერი ორ ნაწილად გაყო.
ასფალტის გზის გაყვანის გამო, ადგილობრივი ხელისუფლების მითითებით, პარკში აღარც ასწლოვანი მუხა და არც დაღუპული პოლიციელების მემორიალი აღარ დგას.
მოქალაქეები აქციების დაწყებას და ხელმოწერების შეგროვებას გეგმავენ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ გზის პარკის ტერიტორიაზე გაყვანა მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდა. ოზურგეთელებს კი მიაჩნიათ, რომ ქალაქში მოძრაობის საშუალება არის და პარკის ხარჯზე გზის გაყვანის აუცილებლობა არ არსებობდა.
ავტორი: მარიკა გოცირიძე