19 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებელი "ცენტრისტების" რეკლამასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი განმარტებებს აკეთებს. რამდენიმე წუთის წინ საინფორმაციო გამოშვება მოამბეში არხის საინფორმაციო სასმახურის უფროსმა გიორგი გვიმრაძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მაუწყებელი კანონმდებლობით ვალდებული იყო გაეშვა პოლიტიკური აერთიანება ცენტრისტების უფასო სარეკლამო რგოლი ისე, რომ მის შინაარსში არ ჩარეულიყო. 

გვიმრაძემ მიმართა კანონმდებლებს, რომ მოხდეს კანონმდებლობის გასწორება, რათა არსებობდეს სამართლებრივი ბერკეტი, ოკუპაციის დაკანონების ტირაჟირების წინააღმდეგ. 

"საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ჰქონდა შესაძლებლობა არ გაეშვა ხსენებული პოლიტიკური რეკლამა და ჩარეულიყო არც მის შინაარსობრივ ნაწილში. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი, თანამშრომლები ცალსახად ემიჯნებიან იმ შინაარსს, რომელიც იყო გასული არსებულ პოლიტიკურ რეკლამაში. მე აქედან გამომდინარე მინდა მოვუწოდო იმ ორგანოებს, რომლებსაც ხელეწიფებათ მსგავსი შეცდომის მსგავსი ხარვეზის გამოსწორება კანონმდებლობაში. სამწუხაროა ქვეყანაში არ არსებობდეს სამართლებრივი ბერკეტი, რომ არ ხდებოდეს ოკუპაციის დაკანონების ტირაჟირება,"- აცხადებს გვიმრაძე. 

დღის ამბები