19 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
გიორგი ლომინაძისა და ნუცა გუნცაძის დასახმარებლად ძველ იპოდრომზე საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს

სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის ნუცა გუნცაძის დასახმარებელი თბილისში აქცია მიმდინარეობს.

ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე მათი ნათესავები, მეგობრები და უბრალოდ გულშემატკივრები მიდიან. საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩართვა და ბაზრობაზე სასურველის ნივთის მიტანა/შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

გიორგი და ნუცა 12 აგვისტოს თურქეთში რეანომობილით გადაიყვანეს - მათ ოპერაცია და ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდებათ, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა მათ ანგარიშზე გადაირიცხება.

დღის ამბები