01 ოქტომბერი 2024,   19:45
ვრცლად
ბათუმში ქუჩები დაიტბორა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ბათუმში უკვე რამდენიმე საათია ძლიერად წვიმს. არსებული ინფორმაციით მოსულმა ნალექმა ქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა, დატბორილია ქუჩები. 

ყველაზე მძიმე ვითარება  ე.წ. ჭაობის დასახლებაშია, სადაც ამ დროისთვის წყალმა უკვე დააზარალა რამდენიმე ოჯახი. დატბორილია სახლების პირველი სართულები. 

დაზარალებულები დახმარებას ადგილობრი ხელისუფლებისგან ელოდებიან. 

 

 

ძლიერი წვიმაა ქობულეთშიც, სადაც ამ დროისთვის რამდენიმე ქუჩაა დატბორილი. ვიდეოკადრები ქობულეთიდან მოქალაქემ მოგვაწოდა.

დღის ამბები