აჭარასთან ერთად კოკისპირულად წვიმს გურიაშიც. ძლიერი ნალექის შედეგად შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა ოზურგეთის ცენტრში, მათ შორის გმირთა მოედანსა და აბაშიძის ქუჩაზე.
ძლიერმა წვიმამ ადგილობრივი მოსახლეობაც დააზარალა, წყალი ოზურგეთელების ნაწილს სახლებში შეუვარდა. ხალხი დახმარებას ითხოვს.