უამინდობამ დასავლეთ საქართველოში გზებზე გარკევული შეზღუდვების დაწესება გამოიწვია.
როგორც შსს-ში რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადეს, უამინდობის გამო აჭარიდან დიდი რაოდენობით ტურისტები გადაადგილდებიან თბილისის მიმართულებით, რამაც მოძრაობის გადატვირთვა გამოიწვია. უწყების ინფორმაციით, უსაფრთხოებისა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით იმერეთის ტერიტორიაზე ტრასაზე დროებით შეჩერებულია სატვირთო ავტომობილებისა და ტრაილერების მოძრაობა.
მოძრაობას ავტობანებსა და ტრასებზე არეგულირებს საპატრულო პოლიცია.