ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. პირველად ახალ ესტაკადაზე სიმბოლურად თბილისის მერის მანქანამ გაიარა. გახსნის ცერემონიამდე დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ახალი გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პუშკინის ესტაკადამ ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი საცობებისგან უნდა განტვირთოს.