19 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
ცეცხლსასროლი იარაღისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით მოქალაქე დააკავეს

ცეცხლსასროლი იარაღისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა ვაკე-საბურთალოს პოლიციამ.

გამოძიების ინფორმაციით, 1962 წელს დაბადებული მოქალაქის სახლისა და პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და 90 საბრძოლო ვაზნა, ასევე, ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი და მეტამფეტამინი ამოიღეს.

 

დღის ამბები