19 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
სენაკში სტიქიის შედეგად დევნილები ღია ცის ქვეშ დარჩნენ

ძლიერი წვიმის შემდეგ ღია ცის ქვეშ დარჩენენ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები სენაკში. ადგილბრივების განცხადებით, ხელფისუფლებას სახურავების შეკეთების თხოვნით რამდენიმეჯერ მიმართეს, თუმცა მათი ინფორმაციით, ხელისუფლების არც ერთი წარმოამდგენელი ადგილზე ვითარებას არ გაცნობია და განცხადებებს არ მოჰყოლია არც სხვა სახის რეაგირება.

იძულებით გადაადგილებული ადამიანების განმარტებით, ყოველი წვიმის დროს სახლების დატოვება უწევთ. ისინი სახურავების შეკეთებასა და მშენებლობისას დაშვებული შეცდომების შესწავლას ითხოვენ.

დღის ამბები