სვანეთიდან ჩასული მეწარმეები შეიჭრნენ ზუგდიდში სატყეო დეპარტამენტის უფროსის სამუშაო ოთახში.
ბიზნესმენები უწყების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ და საპილოტე ჭრების დაწყებას ითხოვდნენ.
ხე-ტყეზე მომუშავე მეწარმეებთან ერთად უწყებაში იმყოფებოდა ადგილობრივი მოსახლეობაც.
შეჭრილების განცხადებით, ხე-ტყე მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.