19 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
22 წლის სტურუას გარდაცვალების საქმეში შესაძლოა, 2 პოლიციელი ფიგურირებდეს

22 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში შესაძლოა, მხოლოდ ერთი პოლიციელი არ ფიგურირებდეს.

ამის შესახებ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომლებმაც ინფორმაცია უშუალოდ გარდაცვლილის ოჯახიდან მიიღეს.

დემურ სტურუას ახლობლები კი გამოძიებისგან კონკრეტულ შედეგებს ელოდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალური ზომებით იმუქრებიან.

ამ დრომდე უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება. საქმეს პროკურატურა იძიებს, თუმცა უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

 

 

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი

დღის ამბები