თბილისის ყოფილი მერის პატიმრობას აპროტესტებდნენ დღეს დედაქალაქის მერიასთან. გიგი უგულავას მხარდამჭერი აქცია მისმა მეგობრებმა მხარდამჭერებმა და თანაგუნდელებმა გამართეს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია და მის მიმართ პოლიტიკური დევნა გრძელდება.
აქცია ნაციონალურმა მოძრაობამ ყოფილი მერის დაბადების დღეს დაამთხვია.
ავტორი: ანა წერეთელი