01 ოქტომბერი 2024,   19:29
ვრცლად
სამტრედია-დაფნარის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

მსხვერპლი მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევას სამტრედია-დაფნარის მონაკვეთზე. ერთმანეთს BMW-ს მარკის მანქანა და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

მსუბუქ მანქანაში მყოფი სამივე მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. საავადმყოფოშია გადაყვანილი ტრაილერის მძღოლიც.

ავარიის ზუსტი მიზეზი უცნობია. სავარაუდოდ, შეჯახება საგზაო წესების დარღვევამ გამოიწვია.

დღის ამბები