19 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ვაკის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურა შარია, საჯარო სამსახურის ბიურომ 1000 ლარით დააჯარიმა

ვაკის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურა შარია, საჯარო სამსახურის ბიურომ 1000 ლარით დააჯარიმა.

საჯარო სამსახურის განცხადებით, შარიას კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ, 1 კვირის ვადაში, ქონებრივი დეკლარაცია უნდა წარედგინა.

საჯარო სამსახურში აცხადებენ, რომ არც ერთი უწყება ვალდებული არ იყო, კანდიდატი გაეფრთხილებინა. დეპუტატობის კანდიდატის თქმით კი, ინფორმაცია ამის შესახებ არ ჰქონდა.

„დამოუკიდებელ კანდიდატს, როდესაც დაფინანსება არ გაქვს სახელმწიფოს მხრიდან და პირდაპირ 1000 ლარს გადებს ჯარიმას, ცოტა სხვა სახე ეძლევა. აუცილებლად ვგეგმავ გასაჩივრებას იმიტომ, რომ მე არ ვიყავი ინფორმირებული,“ - განაცხადა ზურა შარიამ.

ზურა შარია ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავს.

დღის ამბები