მაღალმთიანი აჭარიდან ოცნების ქალაქში ჩასახლებულ მოსახლეობას დღეს გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა. ბათუმის გარეუბანში, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ, არ არის ბუნებრივი აირი და წყალი, უამინდობის დროს კი დასახლებაში გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ოცნების ქალაქის ბინადრები 4-წლიანი ლოდინის შემდეგ აჭარის მთავრობისგან დაპირებების შესრულებას მოითხოვენ.
2500 ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხოლოდ წელს მიიღო. აჭარის ბიუჯეტში ეკომიგრანტებისთვის სახლების შესაძენად 3 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, თუმცა ამ დასახლებაში ეკომიგრანტებზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახია. მათი ბედი ჯერ ისევ გაურკვეველია.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი