19 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
პოლიტიკური პარტიების დაპირებების ძირითადი ნაწილი პენსიონერებზე მოდის

სოციალური დაპირებები არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიების წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი ნაწილია. სარეკლამო რგოლების უმეტესობა პენსიის შესახებ დაპირების შემცველია. პარტიების დიდი ნაწილიც საარჩევნო გზავნილების ძირითად ადრესატად პენსიონერებს განიხილავს.

არჩევნებამდე 52 დღით ადრე მმართველ პარტიას ეკონომიკური და სოციალური პროგრამა ჯერ არ წარმოუდგენია. პრემიერის მიერ დასახელებული პროგრამა კი პენსიონერთა დასაქმებას და მათი დამსაქმებლებისთვის საგადასახადო შეღავათებს გულისხმობს.

მმართველი გუნდის წევრები ოპონენტების კრიტიკას საერთაშორისო პრაქტიკიდან მაგალითების მოყვანით პასუხობენ.

ქართული ოცნება მომავალი წლიდან დაგროვებითი პენსიის დანერგვას გეგმავს. პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია კი უახლოეს დღეებში ანონსდება.

 

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

დღის ამბები