22 წლის დემურ სტურუას ოჯახის წევრები პროკურატურაში დღეს კიდევ ერთხელ დაკითხეს, რომლის დროსაც მათ კიდევ ერთი პოლიციელი დაასახელეს, რომელიც, მათივე თქმით, გარდაცვალებამდე სტურუაზე ზეწოლას ახდენდა.
ოჯახის წევრებმა ასევე გამოძიებას გარდაცვლილის იმ მეგობრის ვინაობა უთხრეს, რომელიც, მათი თქმით, სამართალდამცველებმა ასევე სცემეს და მასზე ზეწოლას ახდენდნენ.