გონიოს, ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, დაკარგული ორი სამხედროს ძებნა დღეს დილიდან განახლდება. სამძებრო სამუშაოები გუშინ საღამოს უამინდობისა და ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია აშშ-ის ევროპული სარდლობის სპეციალური დანიშნულები ძალებიც.
მომხდართან დაკავშირებით ასევე დაწყებულია გამოძიება. სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ ვერ შეძლო ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.