19 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
ზღვაში დაკარგულ სამხედროებს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ, მათი მშობლები კი ინსტრუქტორების დაუდევრობაზე საუბრობენ

გონიოს, ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, დაკარგული ორი სამხედროს, თითქმის 20 საათიანი სამძებრო სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს.  ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის იაგო შარაძის და გიორგი ნანიტაშვილის პოვნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამ დროისთვის ზღვაში გასულია მყვინთავთა რამდენიმე ჯგუფი, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ავიაციაც. სამაშველო ღონისძიებაში ასევე ჩართულია აშშ-ის ევროპული სარდლობის სპეციალური დანიშნულები ძალებიც.

ადგილზე ასევე იმყოფებიან სამხედროების ოჯახის წევრებიც. ერთ-ერთი სამხედროს, იაგო შარაშიძის მამის თქმით, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო და შემთხვევა დაუდევრობის და უყურადღებობის ბრალია.

“ხომ შეიძლებოდა სწავლის დროს, პატარა ნავი მაინც ჰყოლოდათ, მაშველი ჰყოლოდათ. ადამიანი მიგყავს სად მიგყავს, 30 მეტრის სიღრმეში შეიძლება, რომელი მყვინთავები იყვნენ, რომელი გაწვრთნილები იყვნენ, ახლად დაწყებული ჰქონდა ჩემს შვილს. ძალიან ძლიერი მოცურავე იყო, რაღაცამ უმტყუვნა,“ - განაცხადა  იაგო შარაძის მამამ რომან შარაძემ.     

შეგახსენებთ, რომ  სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ  ვერ შეძლო ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.

მომხდართან დაკავშირებით მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ავტორი: ეკო მაღრაძე.

 

   

ამავე თემაზე
დღის ამბები