19 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, რომ ბედუკაძის საქმის სასამართლო განხილვით ამომრჩევლის მოსყიდვაზე პრეცედენტის შექმნა მნიშვნელოვანია

სამოქალაქო სექტორი ვლადიმერ ბედუკაძის პარტია ცენტრისტებზე პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც სასამართლომ რუსული პენსიის დაპირება არა ამომრჩევლის მოსყიდვად, არამედ პარტიის ლეგიტიმურ სოციალურ პროგრამად მიიჩნია.

უფრო ზუსტად კი, საქალაქო სასამართლომ არ მიიჩნია ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტად ცენტრისტების მიერ, ამომრჩევლისთვის დაპირებული რუსული ფული. არასამთავრობოების განმარტყებით აღნიშნული ფაქტი ბედუკაძის პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი უნდა გამხდარიყო.

„ჩვენ ვითხოვთ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლომ განმარტოს არის თუ არა რუსული პენსიის დაპირებასთან დაკავშირებით, პარტიის მიერ ამომრჩეველთან ხელშეკრულების გაფორმება,  ამომრჩევლის მოსყიდვა,“ - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების იურისტმა ნინო რიჟამაძემ.

ამავე თემასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას პრეცედენტი  ამომრჩევლის მოსყიდვის საქმის განხილვისა სასამართლოში, იმისათვის, რომ სასამართლომ დაადგინოს შესაბამისი განმარტება ნორმის და ეს იყოს პრევენციული მექანიზმი უკვე სამომავლოდ მსგავსი დარღვევებისა. ამიტომ ინტერესი არ არის მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმება,“ - განაცხადა ბენიძემ.

 

დღის ამბები