ყაზბეგის 24 ნომერში კომპანია ორბის მიერ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილობრივები აპროტესტებენ. ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს, მოიჭრა დიდი რაოდენობით ხე.
მოსახლეობა იმასაც ამბობს, რომ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები მშენებლობის პროცესში.
კომპანიის წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და მათ ხეების მოჭრაზე მერიამ შესაბამისი ნებართვა მისცა. ადგილზე საპატრულო პოლიციაც მივიდა. მოსახლეობას მერიის წარმომადგენელიც შეხვდა.