19 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
თბილისში ხეების მოჭრას მოქალაქეები აპროტესტებენ

ხმაური იყო ყაზბეგის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა ხეების ჭრას აპროტესტებდა. ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, მწვანე საფარის მოჭრის ნებართვა კი მერიის მიერ არის გაცემული.

ამიტომ საპატრულო პოლიციის გარდა მშენებლობის ადგილზე ქალაქის მთავრობის წარმომადგენელსაც მოუწია განმარტებების გაკეთება. თავად სამშენებლო კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ხეების მოჭრა კანონის სრული დაცვით მოხდა.

აქცია გაიმართა მერიასთანაც, სადაც რიგითი თბილისელები და ორგანიზაცია პარტიზანი მებაღეების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

აქციის მონაწილეები თბილისის მერის თანამდებობიდან დავით ნარმანიას გადადგომას და მის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვენ. ერთ-ერთმა პარტიზანმა მებაღემ, ნატა ფერაძემ, შიმშილობა გამოაცხადა. 

 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები