19 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
შავ ზღვაში 2 ქართველი სამხედროს ძებნა შეჩერდა

შავ ზღვაში 2 ქართველი სამხედროს, გიორგი ნანიტაშვილისა და იაგო შარაძის, ძებნის პროცესი შეწყდა. სამძებრო სამუშაოების შეწყვეტის მიზეზი დაბალი ხილვადობაა. სამაშველო ღონისძიებები დილის 7 საათიდან განახლდება. 

დაკარგულთა მშობლები კი მთელი ღამის გატარებას შავი ზღვის სანაპიროზე გეგმავენ. 

შეგახსენებთ, რომ 24 საათზე მეტია, რაც შავ ზღვაში 2 ქართველი სამხედრო დაიკარგა.

 

 

ავტორი: ეკო მაღრაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები