რამდენიმე დღის წინ ქრონიკა პლიუსის მიერ გავრცელებულ ციხის კადრებთან დაკავშირებით გაზეთის რედაქტორი და ჟურნალისტი ელისო კილაძე პროკურატურაში დაიბარეს.
ინფორმაცია კილაძემ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
როგორც კილაძე ამბობს, მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე 12:00 საათზეა დაბარებული, თუმცა არ აქვს გადაწყვეტილი, მივა თუ არა საგამოძიებო ორგანოში.