19 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
ნინო ქათამაძე 21 აგვისტოს თავის დაბადების დღეს ბათუმში კონცერტით აღნიშნავს

კიდევ ერთი კონცერტი ისევ მშობლიურ ქალაქში და ისევ საკუთარ დაბადების დღეზე - ნინო ქათამაძე ბათუმური საღამოსთვის ემზადება. 21 აგვისტოს თავის დაბადების დღეს ის კონცერტით ბათუმშიაღნიშნავს. 

ამ დღეს მისი ახალი ალბომის პრეზენტაციაც გაიმართება. ალბომის სახელწოდებაა "ყვითელი". დისკი 2016 წლის თებერვალში ბერლინში ჩაიწერა. სპეციალურად კონცერტისთვის მომღერლის ახალი ალბომიდან სიმღერები კი ნიკოლოზ რაჭველმა გააორკესტრა. 

კონცერტიდან შემოსული თანხა საქართველოში ბავშვთა პირველ ჰოსპისს მოხმარდება. 

დღის ამბები