საქართველოს პრეზიდენტი კამპანიის შენი ხმა ჩვენი მომავალია-ს ფარგლებში გურიის რეგიონის სტუდენტებს შეხვდა. ღონისძიება ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიმართა. შეხვედრას გურიის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდები დაესწრნენ.
გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებს არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა. შეხვედრა ახალგაზრდებთან დისკუსიის ფორმატში წარიმართა.
„მიზანი და მნიშვნელობა ამ პროექტის მდგომარეობს იმაში, რომ გავააქტიუროდ ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მათი ხმაა რაფერს არ წყვეტს,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.