დილიდან შავ ზღვაში გონიოში დაკარგული სამხედროების ძებნა განახლდა. ქართულ და ამერიკულ ძალებთან ერთად, ოპერაციაში თურქეთის შესაბამისი სამსახურებიც ჩაერთვნენ.
თურქეთიდან ერთი სამაშველო კატარღა უკვე შემოსულია. მის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა სამხედრო მოსასამხურების ოჯახის წევრებს ცოტა ხნის წინ მიაწოდა.
ზურაბ პატარაძე, გონიოში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ის ერთ-ერთი დაკარგული სამხედროს მამას, იაგო შარაძეს გაესაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად ვიპოვოთ ბიჭები. ამ გემს აქვს სპეციალური აღჭურვილობა. ძალიან ფორსირებულად და სწრაფად მოხდება ლოკაციის დადგენა,“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
როგორც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, ხვალ დილიდან სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვება გემი, მაშველები და უკვე თურქული მხარეც ოფიციალურად მიიღებს მონაწილებს სამძებრო სამაშველო ოპერაციაში.
კომენტარი გააკეთა თავად იაგო შარაძის მამამაც, რომან შარაძემ.
„დღეს აჭარის მთავრობის მეთაურმა პირობა მოგვცა, რომ თურქული გემი შემოდის. ხვალ დილით აქ იქნება,“ - აღნიშნა რომან შარაძემ.
შტორმისას დაკარგული კურსანტების სამძებრო სამუშოები გუშინ ღამე ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა.
ავტორი: ეკო მაღრაძე.