19 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
შავ ზღვაში დაკარგული სამხედროს, იაგო შარაძის ოჯახის წევრები გზების გადაკეტვით იმუქრებიან

2 დღის წინ შავ ზღვაში დაკარგული სამხედროს, იაგო შარაძის ოჯახის წევრები გზების გადაკეტვით იმუქრებიან. მათი თქმით იმ შემთხვევაში თუ სამხედროებს უახლოეს დღეებში არ იპოვიან ისინი გზებს გადაკეტავენ.

როგორც შარაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, უბედური შემთხვევა ინსტრუქტორების დაუდევრობით მოხდა და შტორმის დროს 30 მეტრის სიმაღლზე სამხედროები თოკის გარეშე არ უნდა ჩაეშვათ. 

„დაპირება არის, მაგრამ შედეგი არსად არ ჩანს, არც გავქვს იმედი რომ შედეგი იქნება. ამ ბიჭის იმედი გვქონდა, რომ ჩვენ გვეპატრონებოდა. ყველანაირ საშუალებას მივმართავთ, გადავკეტავთ გზებს, რომ ეს გმირი ბიჭები მოგვიყვანონ,“-აცხადებს იაგო შარაძის დეიდა ნუნუ მჟავანაძე.

კურიერთან ინსტრუქტორების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა იაგო შარაძის კიდევ ერთმა დეიდამ მერი მჟავანაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ პასუხს მოსთხოვენ იმ პიროვნებას, რომელიც სამხედროებისგან გამოცდას იბარებდა.

„იმიტომ ვადანაშაულებ მათ, რომ ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ იმ დღეებში ზღვაზე ცურვა არ შეიძლებოდა. ამხელა სიღრმეში რომ გაუშვა ის ბაწრის გარეშე არ უნდა ჩაეშვა. ინახოს ცხედარი და მოგვიყვანოს. ვინც გამოცდას იბარებდა იმას მოვთხოვ მე პასუხს“-აცხადებს მერი მჟავანაძე. 

შეგახსენებთ, რომ შავ ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნაში უკვე თურქული მხარეც ჩაერთო და თურქეთიდან ერთი სამაშველო კატარღა უკვე შემოსულია.

ავტორი:ეკო მაღრაძე.

დღის ამბები