მძიმე ვითარებაა წყალტუბოს რაიონის სოფელ ზედა ჟონეთში სადაც არც საავტომობილო გზაა, არც სასმელი წყალი და არც ბუნებრივი აირი. ადგილობრივებმა დღეს აქცია გამართეს. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების და გარემოს დაცვის სამინისტროს უმოქმედობაზე საუბრობენ.
სოფელის მოსახლეობა ამბობს, რომ წლებია სასმელი წყალი სოფელში ქვის კარიერების მუშაობის გამო დაბინძურებულია. მათი თქმის ქვა-ღორღი სასმელი წყლების ავზსს სრულად ფარავს და წყალიც ბინძურდება, რეაგირებას კი არავინ ახდენს.
ადგილობრივების ასევე ითხოვენ, რომ სოფელში ელექტროენერგიის გამრიცხველიანება მოხდეს, მათი მტკიცებით არაერთი დაპირების მიუხედავად, სოფელში კვლავ საერთო მრიცხველია და თანხას ყველა ერთად იხდის.
ადგილობრივები ამბობენ, რომ შეშის მოჭრის უფლებაც ამ დრომდე არ მიუღიათ.
ბრალდებებისთვის ამ დროისთვის არც ერთ ადგილობრივ უწყებას არ უპასუხია.