ქრონიკა პლიუსის რედაქტორმა და ჟურნალისტმა ელისო კილაძემ მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა. მისი გამოკითხვა საგამოძიებო ორგანოში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
კილაძე ამბობს, რომ გამომძიებლების ძირითადად აინტერესებდათ თუ როგორ მოიპოვა კილაძემ ციხის კადრების ჩანაწერები, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ ქრონიკა პლიუსის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
"როგორც გაირკვა ეს არ არის სისხლის სამართლის საქმე გამოძიება არ დაწყებულა. მას შემდეგ რაც მე ფირები გავავრცელე, ეს არის ცალკე გამოყოფილი საქმე ციხის კადრების გამოძიებისას, რომელიც ეხება ფირების წარმომავლობას და გავრცელებას.
გამოძიებას ჰქონდა კითხვები საიდან მქონდა ეს მასალები და ვიცნობდი თუ არა პერსონალურ მონაცემებთა შესახებ კანონს და დავარღვიე თუ არა ეს კანონი.
რაც შეეხება ფირის წარმომავლობას, მე მათ ვუთხარი რომ აღნიშნული ფირი მათაც აქვთ არქივში სრული ვერსია იმიტომ, რომ თავის დროზე არის წარდგენილი. ისევე როგორც მე მაქვს ადრე წარდგენილი ქალაქ თბილისის სამმართველოში.
პერსონალურ მონაცემებს რაც შეეხება, მე არ ვიცი ამ პიროვნებების სახელი და გვარები, პირადობის მონაცემები, ტელეფონები, საცხოვრებელი ადგილები შესაბამისად არც დამისახელებია და ბუნებრივია, რომ ვერც დავარღვევდი კანონს.
მთავარი შეკითხვა აქ იყო იყო თუ არა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, მე ვთვლი რომ ეს არ არის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი, ეს არის იმ სავარაუდო დანაშაულების შემცველი ფირი, რომელიც მე ხელთ ჩამივარდა. ეს არის გამოქვეყნებული ინტერნეტსივრცეში,"- განაცხადა ელისო კილაძემ.
კილაძე საგამოძიებო ორგანოში გუშინ დაიბარეს, ის უწყებაში დღეს 12:00 საათზე გამოცხადდა