საქალაქო სასამართლოში ამ წუტებში ფარული ჩანაწერების საქმეზე სხდომა იმართება, რომელიც მოსამართლემ დახურულად გამოაცხადა. შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. ბრალდების არგუმენტი პერსონალური მონაცემების დაცვა იყო.
საქმე, რომელშიც სახელმწიფო ბრალდება კუდის ყოფილ მაღალჩინოსნებს ედავება, მათ შორის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს - ვაჟა ლილუაშვილს, მტკიცებულებათა დასაშვებობის ეტაპზეა.
დაკავებულთა ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ მუხლი რომლითაც პროკურატურა 6 ყოფილი მაღალჩინოსნის გასამართლებას გეგმავს, ამნისტირებულია. ამასთან უფლებადამცველი მალხაზ ველიჯანაშვილი ამბობს, რომ პროკურატურის მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები აბსურდულია და არ ადასტურებს ბრალს, რომელიც დაკავებულებს აქვთ წარდგენილი.
პროცესზე დაკავებულთა უფლებადამცველები გეგმავენ, რომ მოითხოვონ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.
საქმის პროკურორი მაია ჯვარშეიშვილი კი ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები რელევანტურია, ხოლო მუხლი, რომლის მიხედვითაც გამოძიებაა დაწყებული არ არის ამნისტირებული.
შეგახსენებთ, რომ საქმეზე 6 მაღალჩინოსანია დაკავებული, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ავტორი: ირინა კეჭაყმაძე