19 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ელისო კილაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება ქრონიკა+-ის დახურვას გეგმავს

ელისო კილაძემ დღეს კიდევ ერთხელ მისცა ჩვენება პროკურატურას. საქმე ისევ ციხის კადრებს ეხება. უფრო ზუსტად კი იმ სრულ ვერსიას, რომლის მიხედვითაც მტკიცდება, რომ ციხის ეპიზოდი დადგმული იყო.

თუმცა, გამოძიების კითხვები არა უშუალოდ ვიდეომასალას, არამედ მის წარმომავლობას ეხებოდა.

ქრონიკა+-ის რედაქტორი ვარაუდობს, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლების მიზანი არა სიმართლის დადგენა, არამედ გაზეთის დახურვაა.

კილაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იკითხებოდა. ის საგამოძიებო ორგანოში გუშინ დაიბარეს. 

ციხის კადრები ქრონიკა+-მა კი რამდენიმე დღის წინ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. 

 

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

დღის ამბები