19 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
შავ ზღვაში მესამე დღეა, ორ ქართველ სამხედროს უშედეგოდ ეძებენ

უკვე მესამე დღეა, უშედეგოდ ეძებენ შავ ზღვაში დაკარგულ ორ ქართველ სამხედროს. ამ დროისთვის დაბალი ხილვადობის გამო ზღვაში სამძებრო სამუშაოები შეჩერებულია. სამუშაოებს დილიდან კი თურქი, ამერიკელი და ქართველი სპეციალისტები განაახლებენ. 

ხვალ დილიდან აჭარაში თურქეთის სპეციალური ტექნიკით აღჭურვილ გემსაც ელოდებიან, რომლითაც გიორგი ნანიტაშვილისა და იაგო შარაძის პოვნას შეეცდებიან. 

მაშველთა ნაწილი დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრებთან ერთად უკვე მესამე ღამეა, გონიოს სანაპიროზე რჩება. 

დაკარგულთა მშობლები ბიჭების დროულად პოვნას და გამოძიებას ითხოვენ. თავდაცვის სამინისტროში გამოძიება კი გრძელდება, თუმცა წინასწარი დასკვნებისგან მაღალჩინოსნები თავს იკავებენ. 

 

 

 

ავტორი: ეკო მაღრაძე, ანა წერეთელი 

ამავე თემაზე
დღის ამბები