19 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
თავდასხმა რეინჯერებზე - დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ

ამ დრომდე არ არიან დაკავებულები რეინჯერბზე თავდასხმაში ბრალდებული პირები. ინციდენტი ლაგოდეხის ნაკრძალში გარემოს დაცვის თანამშრომლების პატრულირებისას მოხდა.

გარემოს დამცველები ლაგოდეხის ნაკრძალში ფოტოხაფანგით დაფიქსირებულ კანონდამრღვევებს ეძებდნენ, როდესაც 4 ბრაკონიერი დაინახეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

შეიარაღებულმა პირები რეინჯერების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, იარაღი დაუმიზნეს და ქვები ესროლეს. ერთ-ერთი გარემოს დამცველის ჰოსპიტალიზაცია თავის ტრავმით მოხდა.

 

 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები