ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი და სამშობლოსთვის თავდადებულის მედალი ეროვნული გმირის წოდებასთან ერთად გიორგი ანწუხელიძემ სიკვდილის შემდეგ მიიღო. მანამდე კი თავისი სიმამაცით და გმირობით სამუდამოდ დაამახსოვრა თავი საქართველოს.
დღეს სამშობლოსთვის თავდადებული, ერთ-ერთი გამორჩეული ჯარისკაცის დაბადების დღეა.
გიორგი ანწუხელიძე დღეს 32 წლის გახდებოდა.
ქართველი სამხედრო 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში წამებით მოკლეს.
ავტორი: დავით კაკულია