19 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
თურქეთში განხორციელებული ტერაქტებისას ქართველები არ დაშავებულან - საგარეო საქმეთა სამინისტრო

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში განხორციელებული ტერაქტების დროს გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შესულა არც ანკარაში, საქართველოს საელჩოში და არც საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ამასთან, საზგარო უწყება თურქეთში მყოფ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მათთვის ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს.

"საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებთან. სამინისტრო განაგრძობს მომხდარ ფაქტებზე დაკვირვებას და აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას,”  - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში, საქართველოს საელჩოსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები: +90 533 690 30 40 (ანკარა), +90 541 326 22 26 (ტრაპიზონი), +90 541 818 44 00 (სტამბოლი). 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50 - სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე, (+995) 577 98 40 20 - 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში.

დღის ამბები