ფერიცვალების დღესასწაულს საქართველოს მოსახლეობას პრეზიდენტი ულოცავს. გიორგი მარგველაშვილი ღვთისმსახურებას მცხეთაში, ფერიცვალების მონასტერში დაესწრო. საღმრთო ლიტურგია სრულაიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.
“გილოცავთ ფერიცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს ჩვენ საოცარ მოვლენას ვზეიმობთ. ეს არის დღესასწაული, როდესაც მაცხოვარმა გააერთიანა ძველი და ახალი აღთქმა. ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის წმინდანები ერთად შეკრიბა. ეს არის დღესასწაული, როდესაც მაცხოვარმა გააერთიანა წარსული და მომავალი. როდესაც გააერთიანა ღვთიური და ადამიანური ერთმანეთში. ამავე დროს ეს არის დღესასწაული დიდი გმირობის, მომზადებისა რადგან სწორედ ამის მერე ეწამა მაცხოვარი. გილოცავთ ყველა და ყოფილიყავით აი ამ ძალის შედეგად მზად დიდი გამარჯვებებისთვის,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სადღესასწაულო ღვთის მსახურება უკვე 2 საათზე მეტია რაც მიმდინარეობს. წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ საქართველოს პატრიარქი ტრადიციულად მრევლს ქადაგებით მიმართავს.
ავტორი: ირინა კეჭაყმაძე.