19 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
გარდაცვლილი ჯარისკაცი - თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს რიგით მერაბ ჭაჭიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.

რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილი, გუშინ საყარაულო განაწესის გეგმიური შეცვლისას უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში.

რიგითი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ტვინში არატრამვული სისხლჩაქცევა გახდა.

"გარეგნული დათვალიერებით, სხეულს ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. საქმეს იძიებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილის გარდაცვალების გამო და დაკრძალვის ხარჯებს სრულად დაფარავს,"- ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები