ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებში სპორტსმენების რაოდენობა მიუღებელია ლეიბორისტებისთვის. პარტიის წევრებმა ისანში ერთ-ერთ მიტოვებულ სტადიონზე საპროტესტო აქცია გამართეს.
"ნაცვლად იმისა, რომ ფეხბურთის ფედერაცია და სხვა ორგანოები, ზრუნავდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის, სპორტის განვითარება, ხელშეწყობა ახალგაზრდების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, სპორტსმენების დიდი ნაწილი და მათ შორის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიდის პოლიტიკაში. რეალურად მათი საქმიანობა ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა იმ სფეროში, სადაც გამოცდილება ცოდნა აქვთ უკვე და არა პოლიტიკაში,"- აცხადებს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ქუმსიშვილი.